დამრიგებლის სამუშაო პროგრამა



 1. პიროვნული და მორალური განვითარებამეპიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენასაკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემასაკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
 რეკომენდაციები "სადამრიგებლო საათის" განხორციელებისთვის.

 2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესიპირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილირას ნიშნავ სეს?

 3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერებაჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

 4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარებახელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებებთან და მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოწყობა.
 დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებანი და სწორედ აქედან გამომდინარე, გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. თუმცა შესაძლებელია შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და წინასწარ იყოს დაგეგმილი, მაგ. კვირაში ერთხელ.






Комментариев нет:

Отправить комментарий